ფოტო
ვიდეოგრაფი/მემონტაჟე
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ვადა: 2026-11-26 - 2026-12-26
„სუფთა სამყარო“ ეძებს ვიდეოგრაფს, რომელიც ჩვენი სოციალური ქსელებისთვის ცოცხალ და დასამახსოვრებელ ვიდეოებს შექმნის. ვიღებთ მოკლე, 1-2 წუთიან ვერტიკალურ ვიდეოებს. ზოგში წამყვანი კამერას ესაუბრება, ზოგში კი სხვადასხვა ობიექტზე დასუფთავების პროცესს ვაჩვენებთ: ხედავ, როგორ იცვლება სივრცე შენს თვალწინ.რატომ ჩვენთანშემოქმედებითი თავისუფლება. სცენარს ჩვენ მოგაწვდით, ვიზუალურ გადაწყვეტას კი შენ განსაზღვრავ: რა კადრით დაიწყება ვიდეო, რას დაინახავს მაყურებელი წამყვანის საუბრის დროს და რა დამატებითი კადრები დაგჭირდება. თუ ტექსტის გაუმჯობესება გინდა, შემოგვთავაზე და გადაღებამდე შევათანხმებთ.სრული ციკლი შენს ხელშია. ვიდეოს იდეიდან გამოქვეყნებამდე მიიყვან და ყოველი ნამუშევარი შენი ხელწერით გამოვა.კვირაში 4 სამუშაო დღე. დანარჩენი დრო შენია.სტაბილური შემოსავალი. ანაზღაურება ყოველთვიურია და ზუსტი თანხები ქვემოთ წერია.ყველაფერი გადაღებისთვის. დასუფთავების ინვენტარსა და საშუალებებს კომპანია უზრუნველყოფს.რას გააკეთებდაგეგმავ გადაღებას. შეარჩევ ლოკაციას, შეადგენ ძირითადი და დამატებითი კადრების გეგმას და მონაწილეებთან შეათანხმებ ადგილსა და დროს.მოამზადებ ყველაფერს გადასაღებად. განსაზღვრავ, რა ინვენტარი დაგჭირდება, და წინასწარ მიაწვდი ჩამონათვალს მომარაგების სამსახურს.გაუძღვები გადაღებას. გამართავ განათებასა და ხმას, მისცემ მითითებებს კადრში მონაწილეებს და გადაიღებ დაგეგმილ მასალას.დაამონტაჟებ და ჩააბარებ ვიდეოს. დაამუშავებ ხმას, საჭიროებისამებრ დაამატებ ქართულ სუბტიტრებს, შეიტან შესწორებებს და მასალას Google Drive-ზე ატვირთავ.ჩვენ შენ ეძებთ, თუ:გაქვს მოკლე ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება.იცი, როგორ დაიწყო ვიდეო ისე, რომ მაყურებელმა ბოლომდე უყუროს.ნებისმიერ ლოკაციაზე შეგიძლია კადრის აწყობა, განათების გამართვა და სუფთა ხმის ჩაწერა.ამონტაჟებ ვერტიკალურ ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის, CapCut-ში ან სხვა პროგრამაში.შეგიძლია არაპროფესიონალ მონაწილეებს კამერასთან თავი კომფორტულად აგრძნობინო.გაქვს საკუთარი ტექნიკა: ტელეფონი ან კამერა, მიკროფონი, განათება და შტატივი.დამოუკიდებლად აწყობ პროცესს და ვიდეოს შეთანხმებულ ვადაში აბარებ.სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურებაკვირაში 4 სამუშაო დღე: ორი დღე 11:00–16:00 და ორი დღე 11:00–19:00, ერთსაათიანი შესვენებით.სამუშაო დღეებს წინასწარ ვათანხმებთ. გადაღებები ტარდება თბილისში, ოფისში და სხვა ლოკაციებზე. საჭიროების შემთხვევაში, ერთი სამუშაო დღე შეიძლება შაბათს დაემთხვეს.გამოსაცდელი ვადა (3 თვე): 1,600 ₾ ხელზე.გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 2,000 ₾ ხელზე.როგორ გამოგვეხმაუროშეავსე სააპლიკაციო ფორმა და ატვირთე რეზიუმე. რეზიუმეში აუცილებლად მიუთითე:2-3 ვიდეოს ბმული, სასურველია ვერტიკალურიაღწერე თითოეულ ვიდეოში რომელი ნაწილი შეასრულე თავად: დაგეგმვა, გადაღება თუ მონტაჟი. კარგი იქნება, თუ ერთ-ერთ ვიდეოზე სამივე ეტაპი შენიარა ტექნიკით მუშაობ⚠️ განაცხადებს ვიდეოების ბმულების გარეშე ვერ განვიხილავთ.
ოპერაციების კოორდინატორი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-11-26 - 2026-12-26
დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ ქმნის ახალ პოზიციას და ეძებს ოპერაციების კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს დასუფთავების სპეციალისტების სამუშაო პროცესის ეფექტიან დაგეგმვას, ორგანიზებასა და კონტროლს.თუ გაქვთ სამუშაო პროცესებისა და გუნდების კოორდინაციის გამოცდილება, გეხერხებათ დაგეგმვა, რესურსების ეფექტიანად განაწილება და ცვალებად სამუშაო გარემოში ამოცანების ორგანიზება, გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.სამუშაო პირობები:სახელფასო დიაპაზონი: 1 800–2 500 ლარი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად).დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული;სამუშაოს დაწყების სასურველი თარიღი: 2027 წლის იანვარი.სამუშაო ჯგუფები საქმიანობენ როგორც დღის, ისე ღამის საათებში, კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პოზიცია საჭიროებს გადაუდებელ სამუშაო საკითხებზე არასამუშაო საათებშიც რეაგირებას, შეთანხმებული პირობების შესაბამისად.რა იქნება თქვენი მთავარი ამოცანა?თქვენი პასუხისმგებლობა იქნება დასუფთავების სპეციალისტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია, სამუშაო დროისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება, დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.ძირითადი მოვალეობები:გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი;სამუშაო ჯგუფების გრაფიკების შედგენა, დავალებების განაწილება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადანაწილება;სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ტექნიკის, ტრანსპორტის, მასალებისა და დამატებითი სერვისების ორგანიზება შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით;სამუშაოების შესრულების ვადების, ხარისხისა და დახარჯული დროის კონტროლი;სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შეფასება, მოცდენების გამოვლენა და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება;კლიენტებთან სამუშაო საკითხების შეთანხმება, უკუკავშირის მიღება და გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება;სტაჟიორების სამუშაო პროცესში ჩართვისა და ადაპტაციის კოორდინაცია;შესრულებული სამუშაოების, სამუშაო დროისა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა და კონტროლი;სამუშაო დოკუმენტაციის, მონაცემთა ბაზებისა და ანგარიშგების ფორმების წარმოება.რა დაგეხმარებათ სამუშაოს შესრულებაში:ოპერაციების, ლოჯისტიკის, მომსახურების ან სამუშაო ჯგუფების კოორდინაციის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგი ცოდნა;სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;დიდი მოცულობის ინფორმაციის ორგანიზებისა და დამუშავების უნარი;დეტალების მიმართ ყურადღება და სიზუსტე;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაო ვადების დაცვის უნარი;შეზღუდულ დროში ეფექტიანად მოქმედებისა და პრობლემების მოგვარების უნარი;თანამშრომლებთან და კლიენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.სასურველია:სამუშაო ჯგუფების მართვის გამოცდილება;მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.რას გთავაზობთ:სტაბილურ, გრძელვადიან დასაქმებას;ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობას;სამუშაოს ეტაპობრივად შესწავლას და ადაპტაციის პერიოდში უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერას;სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და განვითარებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას.დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე 20 დეკემბრამდე.
ლაით სპიდი დილის ცვლა
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ვადა: 2026-11-25 - 2026-12-25
პროფესიონალური დასუფთავების სფეროში 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „სუფთა სამყარო“, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციების, ბინების, კერძო სახლების, ოფისებისა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების პროფესიონალურ დასუფთავებას, აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი: 07:00-10:00 სთ.დასვენების დღე: შაბათი-კვირა.ლოკაცია: საბურთალო.ანაზღაურება: 600 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ➡️და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.  
ევოლუშენის მაგიდების დეზინფექცია 1/1
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-11-04 - 2026-12-04
პროფესიონალური დასუფთავების სფეროში 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „სუფთა სამყარო“, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციების, ბინების, კერძო სახლების, ოფისებისა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების პროფესიონალურ დასუფთავებას, აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი: 08:00-20:00 სთ. 1/1დასვენების დღე: 1/1ლოკაცია: დიდუბე.მექანიზაციის ქ.#1.ანაზღაურება: 1000 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ➡️და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.  
ევოლუშენის დიასახლისი დღის პირველი ნახევარი.
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-11-04 - 2026-12-04
პროფესიონალური დასუფთავების სფეროში 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „სუფთა სამყარო“, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციების, ბინების, კერძო სახლების, ოფისებისა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების პროფესიონალურ დასუფთავებას, აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი: 07:30-14:30 სთ.დასვენების დღე: კვირა.ლოკაცია: დიდუბე,მექანიზაციის ქ# 1.ანაზღაურება: 900 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ➡️და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.