„სუფთა სამყარო“ ეძებს ვიდეოგრაფს, რომელიც ჩვენი სოციალური ქსელებისთვის ცოცხალ და დასამახსოვრებელ ვიდეოებს შექმნის. ვიღებთ მოკლე, 1-2 წუთიან ვერტიკალურ ვიდეოებს. ზოგში წამყვანი კამერას ესაუბრება, ზოგში კი სხვადასხვა ობიექტზე დასუფთავების პროცესს ვაჩვენებთ: ხედავ, როგორ იცვლება სივრცე შენს თვალწინ.
რატომ ჩვენთან
- შემოქმედებითი თავისუფლება. სცენარს ჩვენ მოგაწვდით, ვიზუალურ გადაწყვეტას კი შენ განსაზღვრავ: რა კადრით დაიწყება ვიდეო, რას დაინახავს მაყურებელი წამყვანის საუბრის დროს და რა დამატებითი კადრები დაგჭირდება. თუ ტექსტის გაუმჯობესება გინდა, შემოგვთავაზე და გადაღებამდე შევათანხმებთ.
- სრული ციკლი შენს ხელშია. ვიდეოს იდეიდან გამოქვეყნებამდე მიიყვან და ყოველი ნამუშევარი შენი ხელწერით გამოვა.
- კვირაში 4 სამუშაო დღე. დანარჩენი დრო შენია.
- სტაბილური შემოსავალი. ანაზღაურება ყოველთვიურია და ზუსტი თანხები ქვემოთ წერია.
- ყველაფერი გადაღებისთვის. დასუფთავების ინვენტარსა და საშუალებებს კომპანია უზრუნველყოფს.
რას გააკეთებ
- დაგეგმავ გადაღებას. შეარჩევ ლოკაციას, შეადგენ ძირითადი და დამატებითი კადრების გეგმას და მონაწილეებთან შეათანხმებ ადგილსა და დროს.
- მოამზადებ ყველაფერს გადასაღებად. განსაზღვრავ, რა ინვენტარი დაგჭირდება, და წინასწარ მიაწვდი ჩამონათვალს მომარაგების სამსახურს.
- გაუძღვები გადაღებას. გამართავ განათებასა და ხმას, მისცემ მითითებებს კადრში მონაწილეებს და გადაიღებ დაგეგმილ მასალას.
- დაამონტაჟებ და ჩააბარებ ვიდეოს. დაამუშავებ ხმას, საჭიროებისამებრ დაამატებ ქართულ სუბტიტრებს, შეიტან შესწორებებს და მასალას Google Drive-ზე ატვირთავ.
ჩვენ შენ ეძებთ, თუ:
- გაქვს მოკლე ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება.
- იცი, როგორ დაიწყო ვიდეო ისე, რომ მაყურებელმა ბოლომდე უყუროს.
- ნებისმიერ ლოკაციაზე შეგიძლია კადრის აწყობა, განათების გამართვა და სუფთა ხმის ჩაწერა.
- ამონტაჟებ ვერტიკალურ ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის, CapCut-ში ან სხვა პროგრამაში.
- შეგიძლია არაპროფესიონალ მონაწილეებს კამერასთან თავი კომფორტულად აგრძნობინო.
- გაქვს საკუთარი ტექნიკა: ტელეფონი ან კამერა, მიკროფონი, განათება და შტატივი.
- დამოუკიდებლად აწყობ პროცესს და ვიდეოს შეთანხმებულ ვადაში აბარებ.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება
- კვირაში 4 სამუშაო დღე: ორი დღე 11:00–16:00 და ორი დღე 11:00–19:00, ერთსაათიანი შესვენებით.
- სამუშაო დღეებს წინასწარ ვათანხმებთ. გადაღებები ტარდება თბილისში, ოფისში და სხვა ლოკაციებზე. საჭიროების შემთხვევაში, ერთი სამუშაო დღე შეიძლება შაბათს დაემთხვეს.
- გამოსაცდელი ვადა (3 თვე): 1,600 ₾ ხელზე.
- გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 2,000 ₾ ხელზე.
როგორ გამოგვეხმაურო
შეავსე სააპლიკაციო ფორმა და ატვირთე რეზიუმე. რეზიუმეში აუცილებლად მიუთითე:
- 2-3 ვიდეოს ბმული, სასურველია ვერტიკალური
- აღწერე თითოეულ ვიდეოში რომელი ნაწილი შეასრულე თავად: დაგეგმვა, გადაღება თუ მონტაჟი. კარგი იქნება, თუ ერთ-ერთ ვიდეოზე სამივე ეტაპი შენია
- რა ტექნიკით მუშაობ
⚠️ განაცხადებს ვიდეოების ბმულების გარეშე ვერ განვიხილავთ.