დასუფთავების სპეციალისტი
რას მოიცავს ეს სამუშაო?
ეს არის აქტიური და პრაქტიკული სამუშაო სხვადასხვა ობიექტზე.
იმუშავებ პროფესიულ აპარატურასთან, ისწავლი ტექნიკასთან და ქიმიურ საშუალებებთან მუშაობას და ეტაპობრივად აიმაღლებ კვალიფიკაციას.
თუ გინდა სტაბილური საქმე, სადაც შეგიძლია ნულიდან დაიწყო და საკუთარი უნარით გაზარდო შემოსავალი - ეს პოზიცია შენთვისაა.
რას გააკეთებ ყოველდღე
- იმუშავებ გენერალურ და რემონტის შემდგომ ობიექტებზე
- დაეხმარები გუნდს დასუფთავების სამუშაოებში
- ისწავლი იატაკის სარეცხი აპარატის და ქიმწმენდის მოწყობილობის გამოყენებას
- შეასრულებ მყარი და რბილი ზედაპირების დასუფთავებას ინსტრუქციის მიხედვით
- იმუშავებ როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში
ეს სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ აქტიურობას, პასუხისმგებლობას და სწავლის სურვილს. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის - მთავარია მზადყოფნა მუშაობისა და განვითარებისათვის.
ანაზღაურება
2000-3000 ₾
ანაზღაურება იზრდება კვალიფიკაციის მიხედვით.
რას გთავაზობთ
- შესაძლებლობას გაზარდოთ თქვენი შემოსავალი უნარების მიხედვით
- ანაზღაურების ზრდას კვალიფიკაციის მატებასთან ერთად
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ����
და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დამატებითი ინფორმაციისთვის.